შეკითხვა #135
-
როგორც ცნობილია, სპორტის სხვადასხვა სახეობებში, მაგალითად ფეხბურთში ან ჰოკეიში მკაცრად ისჯება მოწინააღმდეგისთვის ფეხის დადება. აი, სპორტის ერთ-ერთ არაოლიმპიურ სახეობაში კი ეს დაშვებულია, უფრო მეტიც, არსებობს უამრავი ნაშრომი, რომლებშიც სიტყვების გარეშე აღწერილია ფეხის დადების სხვადასხვა ხერხი. დაასახელეთ სპორტის ეს სახეობა.
პასუხი: ჭადრაკი (საჭადრაკო პარტიის დასაწყისს, როდესაც ერთ-ერთი მხარე წირავს პაიკ(ებ)ს ან ფიგურას ინიციატივის მოსაპოვებლად ეწოდება გამბიტი. ტერმინი მოდის იტალიური გამოთქმიდან dare il gambetto, რაც ნიშნავს ფეხის დადებას. გამბიტების აღწერა ხდება სიტყვების გარეშე, სპეციალური საჭადრაკო სიმბოლოების გამოყენებით). ბმული: http://moazrovne.net/q/135 გაზიარება:პასუხი