შეკითხვა #162
-
მისი დაბადება ძალიან სწარაფდ მოხდა - სულ რამოდენიმე კვირაში. დაახლოებით 3 წლის ასაკში იგი თავში ჩაუდგა 9 შვილიან ოჯახს. ამ ცხრიდან ზოგიერთი თავის მხრივ წარმოადგენს ოჯახის თავს, თანაც ზოგი საკმაოდ მრავალრიცხოვანის. დღეს კი მისი ასაკი 60-65 წელი იქნება. დაასახელეთ იგი.
პასუხი: საუბარი იყო მზეზე (არსებობს ტერმინი “გალაქტიკური წელიწადი”, ამიტომაც საკმაოდ ხშირად გამოიყენება ისეთი ტერმინებიც, როგორიცაა “გალაქტიკური კვირა” ან “გალაქტიკური საათი”. გალაქტიკური წელიწადი უდრის დროის იმ მონაკვეთს, რომელსაც გალაქტიკა ანდომებს თავისი ღერძის გარშემო ერთხელ შემობრუნებას, რაც დაახლოებით 200 მილიონ დედამიწურ წელიწადს შეადგენს. მზის წარმოქმნის ხანგრძლივობა რამოდენიმე ათეული მილიონი დედამიწური წელია, მისი ასაკი - დაახლ. 5,1 მლრდ. წელი, ხოლო პლანეტების ასაკი კი - 4,5 მლრდ. წელიწადი. ცხრიდან შვიდ პლანეტას თანამგზავრები ჰყავს, და, თანაც იუპიტერს და სატურნს დაახლოებით 20 (მათი რაოდენობა სხვადასხვა წყაროში - სხვადასხვაა)). ბმული: http://moazrovne.net/q/162 გაზიარება:პასუხი