შეკითხვა #165
-
ამ ცნობილი პოლიტიკოსის სამი გატაცება შეიძლება სამი სიტყვით მოვიხსენიოთ, რომლებიც ერთმანეთისგან მხოლოდ ერთი ასოთი განსხვავდებიან. ორ მათგანზე ძალიან უყვართ საუბარი ჟურნალისტებს, ხოლო რაც შეეხება მესამეს, ჟურნალისტები არც მასზე საუბარზე ამბობენ უარს, მაგრამ თავად პოლიტიკოსს ეს სულაც არ სიამოვნებს. დაასახელეთ ეს სამი სიტყვა.
პასუხი: სოქსი, საქსი და სექსი (საუბარი იყო ბილ კლინტონზე და მის საყვარელ კატა სოქსზე, ინსტრუმენტ საქსაფონზე, ხოლო მესამე - უკომენტაროდ). ბმული: http://moazrovne.net/q/165 გაზიარება:პასუხი