შეკითხვა #169
-
მისი სახელი ჰავაიურიდან დაახლოებით ასე ითარგმნება: ”ცივი მთის ქარი”. ის მართლა ქარივითაა: სწავლობდა ოთხ სკოლაში, ცხოვრობდა ამერიკაში, ავსტრალიაში და ახლო აღმოსავლეთში; სამსახურის გამო მოუწია მოხვედრილიყო წარსულში, მომავალში, ჯოჯოხეთში, სამოთხეში, ვამპირთა შორის, ლიფტის სახურავზე, ავტობუსის ქვეშ... და კიდევ ერთ ადგილზე, რომელსაც არ დავასახელებთ, შეკითხვა ძალიან მარტივი რომ არ გამოვიდეს. ვიზეა საუბარი?
პასუხი: საუბარია კიანუ რივზზე (აღწერილი იყო მისი ბიოგრაფია და ფილმოგრაფია. ის ერთი ადგილი კი, რომელიც არ დავასახელეთ, იყო მატრიცა). ბმული: http://moazrovne.net/q/169 გაზიარება:პასუხი