შეკითხვა #1743
-
ერთ თანამედროვე მოთხრობაში ეს ადამიანი ეხმარება მოციქულ პეტრეს სამოთხის კარისთვის ისეთი ბოქლომის მოფიქრებაში, რომელსაც ვერასოდეს გატეხავენ. აგრეთვე ანგელოზების ორგანიზებაში, რათა მათ არ გაატარონ მტრები. ეს ადამიანი გარდაიცვალა 1997 წელს ვენეციაში. დაასახელეთ არა ეს ადამიანი, არამედ ის, რის გამომგონებლადაც ის მიიჩნევა.
პასუხი: კატენაჩო კომენტარი: ეს ადამიანია ლეგენდარული ელენიო ერერა. მან ფეხბურთში შეიმუშავა ტაქტიკური სქემა "კატენაჩო", იტალიურად "ბოქლომი" წყარო: www.barcamania.com/club/managers/1.html პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - უმაღლესი ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1743 გაზიარება:პასუხი