შეკითხვა #1759
-
სამხედრო ტექნიკის ენციკლოპედიაში არსებობს თავი, რომელსაც „ყველაზე პოპულარული იარაღი“ ქვია. თავი დაყოფილია ოთხ ქვეთავად. პირველის სახელწოდებაა - „თქვენი ჯერია, ამხანაგო მაუზერ“ და შესაბამისად, ეძღვნება იარაღ მაუზერს. მეორეს ჰქვია - „ამერიკის სიმბოლო“ და ეძღვნება ცნობილ „კოლტს“. მესამეს ჰქვია - „დაწუნებული კონსტრუქცია“ და ეძღვნება თავის დროზე ამერიკელების მიერ დაწუნებულ „ბრაუნინგს“. რომელ იარაღს ეძღვნება მეოთხე თავი, სახელად „ემზადე ომისთვის“?
პასუხი: პარაბელუმს წყარო: სამხედრო ენციკლოპედია, გვ. 104 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1759 გაზიარება:პასუხი