შეკითხვა #1764
-
უილიამ გოლდინგის „ბუზთა ბატონის“ სამი მთავარი პერსონაჟი თითქმის თანატოლები არიან. პირველ მათგანს აქვს ნიჟარა - საყვირი და ლიტერატურის თეორიტიკოსთა აზრით განასახიერებს მთავარანგელოზ გაბრიელს. მეორეს აქვს წითური თმები და განასახიერებს ლუციფერს. მესამეს კი აქვს გადარჩენის ურყევი რწმენა. ამ უკანასკნელს გადაწყვეტილი აქვს დაადგინოს რას წარმოადგენს სინამდვილეში იდუმალი ურჩხული, მაგრამ მისი ეს მისია ტრაგიკულად მთავრდება და მას თავისივე ამხანაგები კლავენ. ვის განასახიერებს მესამე პერსონაჟი?
პასუხი: იესოს. კომენტარი: საიმონი დაადგენს ურჩხულის ვინაობას, მაგრამ მას მანამდე კლავენ, სანამ სხვებისთვის ამ სასიხარულო ამბის გაზიარებას მოასწრებს. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1764 გაზიარება:პასუხი