შეკითხვა #1767
-
ეს თანამდებობა შემოღებულ იქნა 1587 წელს რომის პაპის სიქსტუს V–ის მიერ და გასტანა 1983 წლამდე, მანამ იოანე პავლე II-მ ის არ გააუქმა. ამ თანამდებობის პირებს ევალებოდათ ყოველგვარი არგუმენტაციის მოძიება, რომელიც ხელს შეუშლიდა ამა, თუ იმ ადამიანის კანონიზაციას ან ბეატიფიკაციას. პიროვნებას ვერ მიაკუთვნებდნენ წმინდანების, ან ნეტარეთა რიცხვს ამ თანამდებობის პირის ნებართვის გარეშე. არ გეკითხებით, რომელ თანამდებობაზეა საუბარი, დაასახელეთ იმ ადამიანის სახელი და გვარი, რომელიც თანამედროვე სამყაროში, ამ თანამდებობის სახელწოდებასთან ასოცირდება.
პასუხი: კიანუ რივზი კომენტარი: თანამდებობას ეწოდებოდა “ეშმაკის ადვოკატი”. 1997 წელს ტეილორ ჰეკფორდის მიერ გადაღებულ იქნა ამავე სახელწოდების ფილმი, რომელშიც ადვოკატის როლს კიანუ რივზი ასრულებდა. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1767 გაზიარება:პასუხი