შეკითხვა #1768
-
გერმანიაში მანქანის სანომრო ნიშნებზე გამოსახული ასოითი პრეფიქსი ქალაქის ან ფედერალური მიწის აღმნიშვნელია. მაგალითად ავტომობილი, რომლის ნომერი იწყება პრეფიქსით “B” დარეგისტრირებულია ბერლინში, “DD” – დრეზდენში და ა.შ. ნომენკლატურის საწინააღმდეგოდ, გერმანიის ერთ–ერთი რაიონი იყენებს თავისი დედაქალაქის, პირნის პრეფიქსს. ყოველივე ამის მიზეზი კი გასულ საუკუნეში შექმნილი ერთ–ერთი ორგანიზაციაა. არ გეკითხებით გერმანიის ამ რაიონს, უბრალოდ დაასახელეთ ეს ორგანიზაცია.
პასუხი: SS კომენტარი: საქსონურ შვეიცარიაში (Sächsische Schweiz) დარეგისტრირებული მანქანები უნდა ატარებდნენ პრეფიქსს “SS” რაც კანონით აკრძალულია. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Индекс_автомобильных_номеров პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1768 გაზიარება:პასუხი