შეკითხვა #1769
-
კითხვის ავტორი წააწყდა ინტერნეტ საიტს, რომელიც განკუთვნილია გარკვეული ტიპის მუსიკალური ინსტრუმენტების მოყვარულთათვის. საიტზე შესაძლებელია საკმაოდ ამომწურავი ინფორმაციის მიღება გიტარაზე, ვიოლინოზე, ბანჯოზე, მანდოლინზე და სხვა მსგავს ინსტრუმენტებზე. საიტის სახელწოდება კი მხოლოდ ორი ასოთი განსხვავდება დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ შექმნილი კლასიკური ნაწარმოების ორიგინალი სახელწოდებისაგან. ერთი წუთის შემდეგ დაწერეთ საიტის სახელწოდება ინგლისურ ენაზე.
პასუხი: The Lord of the Strings კომენტარი: საიტი ეძღვნება გარკვეული ტიპის, კონკრეტულად კი სიმებიან საკრავებს (გიტარა, ვიოლინო, ბანჯო და ა.შ.). სიმი ინგლისურად არის – String. წყარო: www.lordofthestrings.com პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1769 გაზიარება:პასუხი