შეკითხვა #1770
-
ძველი რომაელები მათ შორის ყველაზე მოკლეს უწოდებდნენ “აურიკულარის”–ს, ანუ ყურისათვის განკუთვნილს, ყველაზე გრძელს კი “იმპუდიკუს”–ს, ანუ გარყვნილს და აღვირახსნილს. დაასახელეთ კიდევ ერთი მათგანის ქართული სახელწოდება, რომელსაც ძველი რომაელები უწოდებდნენ “დემონსტრატუს”–ს
პასუხი: საჩვენებელი თითი კომენტარი: ნეკა თითი – აურიკულარის, შუა თითი – იმპუდიკუს. საჩვენებელი თითი – დემონსტრატუს. წყარო: P.G.W. Glare, Oxford Latin Dictionary, Oxford University Press, 1983 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1770 გაზიარება:პასუხი