შეკითხვა #1773
-
ფსიქოლოგები გამოყოფენ სამ კომპლექსს, რომლებიც გვევლინებიან ომების დაწყების ძირითად მიზეზებად: ა) ე.წ „დამოკლეს კომპლექსი“, როდესაც მუდმივი დაუცველობის და საფრთხის გრძნობა აგრესიულობის და ძალადობის არაპროპორციულ რეაქციათა საფუძველია, რომელსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლია გამოიწვიოს პანეკა. ბ) „განტევების ვაცის კომპლექსი“, როდესაც ქვეყნის შინაგანი პრობლემებით გამოწვეული ფრუსტრაცია და აგრესიულობა მიემართება საგარეო მტრის წინააღმდეგ და გ) „მისი კომპლექსი“, როდესაც სახელმწიფოს მეთაურები ემორჩილებიან არაცნობიერ სურვილს, მსხვერპლად შეწირონ თავისი ქვეშევრდომები. რომელი ბიბლიური პერსონაჟის სახელითაა ცნობილი ეს ბოლო კომპლექსი?
პასუხი: აბრაამის. კომენტარი: აბრაამი აპირებდა მსხვერპლად შეეწირა თავისი შვილი. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1773 გაზიარება:პასუხი