შეკითხვა #1775
-
რუსი აკადემიკოსის, ბორის საპუნოვის აზრით მის ძარღვებში მნიშვნელოვანი წილი ბერძნული სისხლისა დიოდა და მას არ ჰქონდა სემიტური, ებრაული ნაკვთები. მის წარმოშობას მისი სხეულიც ადასტურებს - ის ბერძნულია. ამის შესახებ ცნობებს წერილობით წყაროებშიც ვხვდებით. რომაელ მწერალს, ცელსს ჩაუწერია გადმოცემა, რომლის თანახმადაც მისი მამა ბერძნული წარმოშობის რომაელი ლეგიონერი იყო. საინტერესოა, რომ ეს გადმოცემა თალმუდშიც აისახა, სადაც მას პანდერას ძე ეწოდება (ბენ პანდერა). ვის წარმოშობას იკვლევდა ბორის საპუნოვი?
პასუხი: იესო ქრისტეს. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1775 გაზიარება:პასუხი