შეკითხვა #1784
-
1972 წელს ახალგაზრდა ადვოკატმა, ლიონ ვაილდესმა მოიგო საქმე, რომლის შედეგადაც მისი კლიენტი არ დააბრუნეს ნიუ-იორკიდან ბრიტანეთში და მალე გრინქარდიც გადასცეს. რამდენიმე წლის შემდეგ ადვოკატი ამბობდა, რომ ეს მისი ერთადერთი საქმე იყო, რომლის მოგებასაც იგი საშინლად ნანობდა. ლიონ ვაილდესი და მისი კლიენტი ვერც კი წარმოიდგენდნენ, თუ რა ბედი ეწეოდა ამ უკანასკნელს. ვინ იყო ვაილდესის კლიენტი?
პასუხი: ჯონ ლენონი კომენტარი: ვაილდესი თვლიდა, რომ რომ არა მისი მოგებული საქმე, ლენონი ბრიტანეთში გადავიდოდა საცხოვრებლად და ჩეპმენის მსხვერპლი არ გახდებოდა. სიტყვა წარმოიდგენდნენ წარმოადგენდა მინიშნებას ლენონის სიმღერაზე Imagine. წყარო:- www.wwgw.com/content.asp?id=44
- დოკუმენტური ფილმი "Музыканты — Джон Леннон".
პასუხი