შეკითხვა #179
-
ეს პროცედურა აშშ-ში პირველად გამოყენებული იქნა 1868 წელს, თუმცა მისი სისრულეში მოყვანას დააკლდა ერთადერთი ხმა სენატში. ჩვენში გაბატონებული თვალსაზრისით აღნიშნულ პროცედურას 1974 წელსაც ჰქონდა ადგილი, თუმცა ეს სინამდვილეს არ შეეფერება. ვის წინააღმდეგ იქნა აღძრული ეს პროცედურა უკანასკნელად?
პასუხი: ბილ კლინტონის წინააღმდეგ (საუბარია იმპიჩმენტზე. 1868 წელს ეს პროცედურა აღიძრა ენდრიუ ჯონსონის წინააღმდეგ, ხოლო 1974 წელს კი რიჩარდ ნიქსონი არ დაელოდა კონგრესის მიერ იმპიჩმენტის შესახებ კენჭისყრას და თვითონ გადადგა. სწორედ მის გადადგომის, და არა იმპიჩმენტის საკითხს უყარა კენჭი 1974 წელს კონგრესმა). ბმული: http://moazrovne.net/q/179 გაზიარება:პასუხი