შეკითხვა #18
-
ბავშვთა სათამაშოების მწარმოებელი ერთი ამერიკული კომპანიის მფლობელი საკუთარ ბავშვზე ცდიდა ხოლმე ახალ სათამაშოებს. გარკვეულწილად, მისი 2 წლის ვაჟიშვილის "აზრი" იყო გადამწყვეტი, დადგებოდა თუ არა ახალი სათამაშო კონვეერზე. ვინაიდან ბავშვი იყო ძლიერი, ამგვარად მოწმდებოდა სათამაშოს გამძლეობაც. ერთხელაც, ნორჩ ექსპერტს მოუტანეს სათამაშო მანქანის ახალი მოდელი, რომლის კორპუსი ახალი ტიპის პლასტმასისგან იყო დამზადებული. ეს მასალა არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული გამძლეობით, მაგრამ ეს მანქანა სხვა სათამაშოებზე უფრო დიდხანს დარჩა დაუმტვრეველი. თუ თქვენ გესმით ბავშვის ფსიქოლოგია, თქვენ არ გაგიჭირდებათ ამ მასალის მთავარი განმასხვავებელი ნიშნის დასახელება.
პასუხი: ის გამჭვირვალეა (ბავშვებს ძალიან აინტერესებთ, თუ რა არის სათამაშოს შიგნით, გამჭვირვალე სათამაშო კი ამ ინტერესს მათ გარკვეულწილად უკარგავს). ბმული: http://moazrovne.net/q/18 გაზიარება:პასუხი