შეკითხვა #192
-
დასავლეთ ევროპაში მისი სახელი ჟღერს დაახლოებით როგორც უფლის ცხვარი, მზის ხბო ან მზის ხოჭო. რუსეთშიც დაახლოებით იგივე სახელით მოიხსენიებენ. ჩვენთან, კი ეს სიტყვა ორი სხვა სიტყვის შერწყმას წარმოადგენს, რომლიდანაც ერთ-ერთი საკუთარი სახელია. ხოლო რაც შეეხება მეორე სიტყვას, იგი იმავე კლასის (რატომღაც) სხვა წარმომადგენლის სახელია, რომელშიც ჩვენი მთავარი გმირია მოქცეული. დაასახელეთ ეს სახელი.
პასუხი: საუბარი იყო ჭიამაიაზე (კლასი არის მწერები, ხოლო სიტყვა ”ჭიამაია”-ში რატომღაც მოხსენიებულია ამავე კლასის სხვა სახეობა - ჭიები). ბმული: http://moazrovne.net/q/192 გაზიარება:პასუხი