შეკითხვა #20
-
ჩაიწერეთ ლათინური ასოები: C, C, D, I, I, J, L, L, M, U, V, V, X, X, Y. ერთ ცნობილ წიგნზე ამ ასოების დახმარებით წერია თარიღი: რიცხვი, თვე და წელი. მიუხედავად იმისა, ნამყოფი ხართ თქვენ იქ, სადაც განლაგებულია ეს წიგნი, თუ არა, ყველა თქვენთაგანს ნანახი აქვს ის კინოში ან ნახატებზე. დაასახელეთ ზემოთ ნახსენები რიცხვი, თვე და წელი.
პასუხი: MDCCLXXVI JULY IV, ანუ 1776 წლის 4 ივლისი - ეს თარიღი წერია წიგნზე, რომელიც ხელში უჭირავს თავისუფლების ქანდაკებას. ბმული: http://moazrovne.net/q/20 გაზიარება:პასუხი