შეკითხვა #200
-
1988 წელს აშშ-ს კონგრესში მიღებულ იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი ხდებოდა გენური ინჟინერიის გზით მიღებული მრავალუჯრედოვანი ორგანიზმების დაპატენტება. მაგრამ იყო ერთი გამონაკლისი - ადამიანი ამ ორგანიზმების რიცხვში არ შედიოდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კანონი წინააღმდეგობაში მოვიდოდა აშშ-ს კონსტიტუციის მეცამეტე შესწორებასთან. რას გულისხმობს ეს შესწორება?
პასუხი: ამ შესწორების მიხედვით აკრძალულია მონათმფლობელობა, პატენტი კი გულისხმობს დაპატენტებული ობიექტის ფლობისა და გაყიდვის თავისუფლებას. ბმული: http://moazrovne.net/q/200 გაზიარება:პასუხი