შეკითხვა #204
-
არც ისე დიდი ხნის წინ რუსეთში გაზეთმა ”იზვესტია”-მ ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიზანიც იყო გაერკვიათ, თუ ამ ქვეყნის რომელი წარმომადგენელი იყო ხალხში ყველაზე ცნობილი. შედეგად, ათეულში მოხვდნენ: საერთაშორისო გროსმეისტერი, კინორეჟისორი, მწერალი, კარიკატურისტი, ფილოსოფოსი, მოქანდაკე, ასტრონომი, ფიზიკოსი და მეზღაპრე. რა ”პროფესიის” იყო პირველ ადგილზე გასული პიროვნება?
პასუხი: იგი იყო პრინცი (საუბარი იყო დანიაზე. პირველ ადგილზე გავიდა დანიის პრინცი ჰამლეტი. დანარჩენები კი იყვნენ: ბენდტ ლარსენი, ლარს ფონ ტრიერი, მარტინ ანდერსენ-ნეკსე, ჰერლიუფ ბიდსტრუპი, სერენ კერკეგორი, ბერტელ ტორვალდსენი, ტიხო ბრაგე, ნილს ბორი და ჰანს ქრისტიან ანდერსენი). ბმული: http://moazrovne.net/q/204 გაზიარება:პასუხი