შეკითხვა #206
-
ლეგენდის მიხედვით, ერთხელ სერ ჰიუ ბივერი, რომელიც ლუდისსახარში კომპანიის ხელმძღვანელი იყო, სანადიროდ მეგობრებთან ერთად წავიდა. იგი ცნობილი იყო, როგორც კარგი მსროლელი და ამიტომაც ძალზედ შერცხვა, როდესაც ერთ პატარა ჩიტს ესროლა და ააცილა. მან მეგობრებთან თავი იმით იმართლა, რომ ეს ჩიტი მსოფლიოში ყველაზე სწრაფად დაფრინავსო. რა ერქვა მის ლუდისსახარშ კომპანიას?
პასუხი: ”გინესი” (ეს ლეგენდა შეეხებოდა ”გინესის რეკორდების წიგნის” შექმნის იდეის დაბადებას). ბმული: http://moazrovne.net/q/206 გაზიარება:პასუხი