შეკითხვა #217
-
ჩვენთვის ის ცნობილია როგორც პოლიტიკური მოღვაწე და ფიზიკოსი, მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ის თავის დროზე ახალი მოდის ფუძემდებელიც გახდა. ერთხელ, თავის რეზიდენციაში დელეგაციის მიღებისას მას სიჩქარეში დაავიწყდა თავზე პარიკის დახურვა. მაგრამ მისი პოპულარობა იმდენად დიდი იყო, რომ ამას არანაირი დაცინვა არ მოჰყოლია. უფრო მეტიც, ეს მოდურად ჩაითვალა და განსაკუთრებით გაბედულებმა თვითონაც დაიწყეს საზოგადოებაში პარიკის გარეშე გამოჩენა. დაასახელეთ ეს "ნოვატორი", რომლის პორტრეტიც, დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენთაგანს აქვს ნანახი.
პასუხი: ბენჯამინ ფრანკლინი (რომლის პორტრეტიც ალბათ ყველას აქვს ნანახი 100 დოლარიანზე). ბმული: http://moazrovne.net/q/217 გაზიარება:პასუხი