შეკითხვა #23
-
ურუგვაი. 1930 წელი. დამთავრდა პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში და გუნდები ორგანიზებულად მიდიან პორტში, გადიან რეგისტრაციას, ავსებენ ყველა შესაძლო დოკუმენტს, სხდებიან გემებზე და მიემგზავრებიან თავიანთ ქვეეყნებში. ერთ-ერთი გემის გამგზავრება, რომლითაც ლათინური ამერიკის რამოდენიმე ჯგუფი ბრუნდებოდა სამშობლოში, პორტში ოთხი საათით შეფერხდა. ამაში “დამნაშავე” კი გახლდათ მექსიკის ნაკრები, უფრო სწორად კი მისი მეკარე ოსკარ ბონფილიო. რა დადებითი ნიშნით განსხვავდებოდა ოსკარი სხვა თავისი თანაგუნდელებისგან?
პასუხი: მან იცოდა წერა (და თავისი ყველა გუნდელის მაგივრად ავსებდა დოკუმენტებს). ბმული: http://moazrovne.net/q/23 გაზიარება:პასუხი