შეკითხვა #239
-
ეს ნიშანი ძირითადად ორი მნიშვნელობით იხმარება. განსაკუთრებური მნიშვნელობა აქ ენიჭება მისი მთავარი "კუთხის" მიმართულებას. თუ ის ზევით არის მიმართული, მაშინ ის არის ბოროტისა და ავი სულებისაგან დაცვის ნიშანი. ხოლო თუ მისი მთავარი კუთხე ქვევით არის მიმართული, მაშინ ის მოიაზრება, როგორც ბოროტი ძალების ნიშანი და სატანის დამღა. თუ თქვენ მიხვდით, რა ნიშანი არის ეს, მაშინ არ გაგიჭირდებათ ცნობილი შენობისა და არანაკლებ ცნობილი ჟურნალის დასახელება, რომელთა სახელწოდებაც შეიცავს ამ ნიშნის პირველ, მთავარ ნაწილს.
პასუხი: პენტაგონი და "პენტჰაუზი" (ნიშანი - პენტოგრამა). ბმული: http://moazrovne.net/q/239 გაზიარება:პასუხი