შეკითხვა #277
-
ეს ქალაქი სულ რაღაც ნახევარ საუკუნეზე ოდნავ მეტ ხანს ითვლის. ის დაარსებული იქნა ძალიან ცნობილი ბოროტმოქმედის მიერ. მაშინ ბევრი ფიქრობდა, რომ მთელი ამ იდეისაგან არაფერი გამოვიდოდა, რის გამოც ეს ბოროტმოქმედი მოკლეს კიდეც. მაგრამ მისი პროგნოზები გამართლდა და დღეს ეს ქალაქი საყოველთაოდ არის ცნობილი. ერთ-ერთ ამერიკულ ფილმში ისიც კი ითქვა, რომ ამ ქალაქში უფრო მეტს ლოცულობენ, ვიდრე მექაში. რა ჰქვია ამ ქალაქს?
პასუხი: ლას-ვეგასი (ლოცვით კი კაზინოს მოთამაშეები ლოცულობენ, სანამ ბურთულა რულეტში გაჩერდება ან სათამაშო ავტომატი სამ შვიდიანს ჩამოყრის :-). ბმული: http://moazrovne.net/q/277 გაზიარება:პასუხი