შეკითხვა #284
-
ეს მელოდია შექმნეს კენტაკის შტატის ქალაქ ლენსიგტონის სკოლის პედაგოგებმა - დებმა პატიმ და მილდრედ ჰილებმა. ორი პროვინციელი პედაგოგი მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა თუ რა პოპულარობა ელოდა მათ სიმღერას. პირველად იგი 1935 წელს ნიუ-იორკში აჟღერდა. სიმღერის დღევანდელი მფლობელი, მუსიკალური ფირმა "უორნერ ჩაპლი" მკაცრად აკონტროლებს მის ყოველ შესრულებას. ერთჯერადი შესრულების ღირებულება მერყეობს 5 ათასი დილარიდან (სატელევიზიო პროგრამებისთვის) 50 ათასი დოლარამდე (კინოფილმებისთვის). საშუალო წლიური შემოსავალი სიმღერისა 1 მილიონ დოლარს აღწევს. რომელ სიმღერაზეა საუბარი?
პასუხი: საუბარია ყველასათვის ცნობილ სიმღერაზე ”Happy Birthday To You”. ბმული: http://moazrovne.net/q/284 გაზიარება:პასუხი