შეკითხვა #32
-
1829 წელს ფრანგული გაზეთის “Review de Paris” მთავარმა რედაქტორმა ვერნონმა მოიგონა ხერხი, რომლის საშუალებითაც თავისი გაზეთის ხელმომწერთა რაოდენობა ერთი ორად გაზარდა. რა ხერხი მოიგონა მან, თუ ამ ხერხს მრავალი ჟურნალ-გაზეთი დღესაც წარმატებით იყენებს?
პასუხი: მან თავის გაზეთში დაიწყო სტატიების და სხვა მასალის ნაწილ-ნაწილ გამოქვეყნება, ხალხი კი, დაინტერესებული სტატიის გაგრძელებით იძულებული იყო ეყიდა შემდეგი ნომერი, შემდეგ მომდევნო ნომერი და ა.შ. (ანუ, ერთი სიტყვით “გაგრძელება შემდეგ ნომერში”, რომელსაც დღესაც ხშირად შევხვდებით). ბმული: http://moazrovne.net/q/32 გაზიარება:პასუხი