შეკითხვა #368
-
ანეკდოტი:
წარუმატებელი ფერმერი უჩვენებს სტუმრებს შეძენილ რანჩოს.
– რა სახელი შეურჩიეთ რანჩოს? – დაინტერესდნენ სტუმრები.
– მე მინდოდა დამერქვა ”ბარ-ჯეი”, ცოლს – ”სიუზი-ქიუ”, უფროს შვილს – ”ფლაინგ დაბლ-იუ”, უმცროსს – ”ლეიზი-უაი”. ამიტომაც ჩვენ რანჩოს ”ბარ-ჯეი სიუზი-ქიუ ფლაინგ დაბლ-იუ ლეიზი-უაი” დავარქვით.
– ...კი მაგრამ, თქვენი საქონელი სადღაა? - გაოცდა ხალხი.
– საქონელი დამეხოცა...
კითხვა: მაშ, რის გამო დაიხოცა საქონელი?პასუხი: საქონელმა დაღის დასმას ვერ გაუძლო :-D (როგორც მოგეხსენებათ, ამერიკის რანჩოებში თავიანთ საქონელს უკანა ნაწილში გახურებული შანთით, რომელზეც რანჩოს სახელია ამოტვიფრული, ასვამენ დაღს, ცხოველებმა კი ამსიგრძე დასახელების მქონე რანჩოს დაღს ვერ გაუძლეს) ბმული: http://moazrovne.net/q/368 გაზიარება:პასუხი