შეკითხვა #381
-
ბევრს წაუკითხავს, ან უნახავს ფილმებში ისტორია უჩინარი ადამიანის შესახებ. ალბათ ბავშვობაში გვიოცნებია კიდეც ამ თემაზე. მაგრამ, აბსოლუტურად უჩინარი ადამიანი რომც შექმნას ვინმემ, მაინც არსებობს აზრი, რომ ეს ქმნილება არც თუ ისე უნაკლო და ყოვლისშემძლე იქნება, როგორც ეს ამ ნაწარმოებებშია აღწერილი. გარდა იმისა, რომ ის უნდა იყოს მუდამ შიშველი, მას ექნება ერთი მნიშვნელოვანი ფიზიკური ნაკლი, რაც თითქმის აბათილებს მის უპირატესობას. დაასახელეთ ეს ნაკლი.
პასუხი: ის იქნებოდა ბრმა. (რადგანაც სინათლის სხივი აღარ აირეკლებოდა მის თვალში და შესაბამისად, იგი ვერაფერს დაინახავდა :-) ბმული: http://moazrovne.net/q/381 გაზიარება:პასუხი