შეკითხვა #382
-
ნიუ-იორკის საერთაშორისო აეროპორტში კიდია დიდი სარეკლამო აბრა, რომელზეც American Express-ის საკრედიტო ბარათის გამოსახულების ქვეშ მოთავსებულია ფრაზა, რომელიც, ერთი შეხედვით, შეიცავს სრულიად ნეიტრალურ და ბანალურ ინფორმაციას. მაგრამ, სიტყვათა თამაშის წყალობით, ეს ტექსტი აღიქმევა, როგორც პირდაპირი და დაუმალავი მტკიცება American Express-ის პრიორიტეტისა გადახდის მეორე საერთაშორისო სისტემის წინაშე. ტექსტი კი ასეთია: ”If you have …, you don’t need …”. შეავსეთ გამოტოვებული ადგილები აღნიშნულ სარეკლამო ტექსტში.
პასუხი: If you have Green Card, you don’t need Visa. (ანუ ამ ფრაზას ეძლევა ორმაგი მნიშვნელობა: 1. თუ გაქვს გრინ-კარდი (ანუ ამერიკაში ცხოვრების უფლება), შენ აღარ გჭირდება ვიზა. და მეორე მნიშვნელობა - 2. თუ შენ გაქვს მწვანე ბარათი (ასე ეძახიან American Express-ის ბარათებს), მაშინ აღარ გჭირდება Visa :-))) ბმული: http://moazrovne.net/q/382 გაზიარება:პასუხი