შეკითხვა #387
-
გლეხი წავიდა ბაზარში ცხენის საყიდლად. იყიდა 50 ოქროდ და რომ ნახა, ცხენების ფასი მაღლა იწევდა, მაშინვე გაყიდა 60 ოქროდ. მერე დაფიქრდა და მიხვდა, რომ ვერაფრით მოხნავდა მიწას ცხენის გარეშე. მოუწია იგივე ცხენის ყიდვა 70 ოქროდ. ისევ ჩაფიქრდა და მიხვდა, რომ ცხენში ამხელა თანხის გადახდისათვის, ცოლი ეჩხუბებოდა, ამიტომ გაყიდა 80 ოქროდ.
მიპასუხეთ, რამდენი მოიგო ან წააგო ამ კაცმა?პასუხი: ამ კაცმა მოიგო 20 ოქრო (პირველი ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის შემდეგ მან მოიგო 10 ოქრო, ხოლო მეორის შემდეგაც - 10 ოქრო). ბმული: http://moazrovne.net/q/387 გაზიარება:პასუხი