შეკითხვა #398
-
17 წლის გალილეო გალილეი პიზის უნივერსიტეტში მიაბარეს სასწავლებლად. იქ სწავლის წლებში მას აღმოაჩნდა ბუნების ჩვეულებრივ მოვლენებზე დაკვირვების გამორჩეული ალღო. კათედრალურ ტაძარში წირვებზე დასწრებისას იგი ყურადღებით აკვირდებოდა ტაძრის მაღალ ჭერზე ჩამოკიდებული ჭაღის მოძრაობას, რომლის ერთი სრული რხევა ერთსა და იმავე დროში სრულდებოდა, დამოუკიდებლად საწყისი გადახრისა თავდაპირველი მდგომარეობიდან... რისი საშუალებით ზომავდა იგი დროის ინტერვალებს?
პასუხი: გალილეო გალილეი დროის ინტერვალებს საკუთარი მაჯისცემის საშუალებით ზომავდა. ბმული: http://moazrovne.net/q/398 გაზიარება:პასუხი