შეკითხვა #403
-
ეს ნივთი საქართველოში დაახლოებით 1255 წელს შემოვიდა, ხოლო 16-ე საუკუნის დასაწყისში, როდესაც ეს ნივთი იონას ჰეინვეის დაუნახეს, მას დასცინეს. თუმცა იგი სწორედ მისი მეშვეობით გახდა პოპულარული მამაკაცებში. საქართველოში დაბრუნებული დავით ულუ ამ ნივთს როგორც ჯილდოს ისე ატარებდა. დღეს კი იგი საყოველთაოდ მიღებული აქსესუარია ნებისმიერი სქესის წარმომადგენელთათვის. რაზეა საუბარი, თუ აშშ-ს სტატისტიკის დეპარტამენტის მიხედვით, ყველაზე მეტი რაოდენობით ეს ნივთი ქალაქ სიეტლში იყიდება?
პასუხი: საუბარია ქოლგაზე. წყარო: გოჩა ტყეშელაშვილი - ”მსოფლიოს ყველაზე საინტერესო და საოცარი მოვლენები” ბმული: http://moazrovne.net/q/403 გაზიარება:პასუხი