შეკითხვა #413
-
შირაქის ველზე არის აბრა, რომელზეც განთავსებულია წარწერა: ”საძოვარი ფასიანია. უკუდო პირუტყვისთვის - 50 თეთრი, მოკლეკუდიანისთვის - 1 ლარი, გრძელკუდიანისთვის - 2 ლარი. როგორ აიხსნება ცვალებადი ფასის არსი?
პასუხი: რაც უფრო გრძელი კუდი აქვს პირუტყვს, მით უფრო მეტ ბუზს იგერიებს ბალახიდან პირის აუღებლად. შესაბამისად, დროის ერთ მონაკვეთში უკუდო ან მოკლეკუდიანი ცხოველი უფრო ნაკლების მოძოვას ასწრებს, ვიდრე გრძელკუდიანი. ბმული: http://moazrovne.net/q/413 გაზიარება:პასუხი