შეკითხვა #44
-
ცოტა ხნის წინ იტალიაში მოდაში იყო დიეტა, რომლის მიხედვითაც საკვები მკაცრად განსაზღვრული მიმდევრობით უნდა გეჭამათ. მაგალითად, ჭამა უნდა დაგეწყოთ მაყვლით, პომიდვრით ან წითელი ხიზილალით, ცოტა შესვენების შემდეგ მოდიოდა ბანანი, შემწვარი კარტოფილი ფრი ან მოხარშული კვერცხის გული და ბოლოს კი უნდა დაგეყოლებინათ მჭვანილი, კიტრი ან კივის ნაყოფი. თუ თქვენ ამ დიეტის საჭმელების მიმდევრობის პრინციპს მიხვდით მისი (დიეტის) სახელწოდების გამოცნობაც არ გაგიჭირდებათ.
პასუხი: შუქნიშანი (საკვები დალაგებულია ფერების მიხედვით - წითელი, ყვითელი და მწვანე). ბმული: http://moazrovne.net/q/44 გაზიარება:პასუხი