შეკითხვა #49
-
ცნობილია, რომ ძველი რომის ბაზრებზე ეს ხალხი არ არსებობდა. ლათინურად მათ უწოდებდნენ zonarius sector. ჩვენ კი მათ ორი სიტყვისგან შემდგარ იმ კომბინაციით მოვიხსენიებთ, რომლის წარმომავლობაც აშკარად იმას უკავშირდება, რაც რომაელებს არ ჰქონდათ. რას ვუწოდებთ ჩვენ ამ ხალხს?
პასუხი: ჯიბის ქურდებს (ძველი რომაელებს ტანსაცმელზე ჯიბეები არ ჰქონდათ. ისინი ფულს სარტყელში ან მასზე დამაგრებულ ქისაში ინახავდნენ. ჯიბის ქურდების ლათინური სახელწოდებაც სწორედ აქედან მოდის და ის სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც “სარტყელის მჭრელი” (zona - სარტყელი)). ბმული: http://moazrovne.net/q/49 გაზიარება:პასუხი