შეკითხვა #65
-
ცოტა ხნის წინ გამოუშვეს ერთი ტკივილგამაყუჩებელი წამლის სარეკლამო პლაკატი, რომელიც 3 ფოტოსაგან შესდგებოდა. პირველზე ტკივილისაგან სახედამანჭული ქალი იყო გამოსახული, მეორეზე - იგივე ქალი წამლის სმის პროცესში, მესამეზე კი, ისევ იგივე ქალი გაბადრული და ბედნიერი სახით. ასეთმა სარეკლამო კამპანიამ საუდის არაბეთში სრული ფიასკო განიცადა. დაასახელეთ ამის მიზეზი.
პასუხი: რადგანაც საუდის არაბეთში ტექსტს მარჯვნიდან მარცხნივ კითხულობენ, ნახატებიც და რეკლამის არსიც პირიქით აღიქვეს. ბმული: http://moazrovne.net/q/65 გაზიარება:პასუხი