შეკითხვა #8
-
ადამიანმა, რომელმაც ცუდად იცის ინგლისური ენა, შეიძლება იფიქროს, რომ ყოფილი პოლიციელის ქმნილების სახელწოდებაში საუბარია პლანეტის მეტად უცნაურ ქცევაზე. სინამდვილეში კი საუბარია ჩვეულებრივ ბუნებრივ მოვლენაზე, რომელიც ხდება თოთქმის ყოველ საღამოს და რომლის დაფიქსირებაც შეიძლება ერთი ხელსაწყოს საშუალებით. დაასახელეთ ამ ყოფილი პოლიციელის ხსენებული ქმნილება.
პასუხი: ყოფილი "პოლიციელი" არის ინგლისელი მომღერალი სტინგი, რომელიც ჯგუფ "The Police"-ის წევრი იყო (მის ერთ-ერთ ალბომს ეწოდება "Mercury Falling", რაც, რასაკვირველია ითარგმნება არა როგორც "მერკური ეცემა" არამედ როგორც "ტემპერატურა ეცემა"). ბმული: http://moazrovne.net/q/8 გაზიარება:პასუხი