შეკითხვა #89
-
XIX საუკუნის 40-იან წლებში გერმანიაში ნაპოვნი იქნა ადამიანის ძვლები. ამ ამბავმა დიდი მეცნიერული დავა გამოიწვია. ზოგი გერმანელი მეცნიერი ამბობდა, რომ ეს კაზაკის ძვლები იყო, რომელიც ნაპოლეონის ომების დროს დაიღუპა, ზოგი ამტკიცებდა, რომ ეს ავადმყოფი მოხუცის ძვლები იყო, რომელსაც თავში ჰქონდა ჩარტყმული მძიმე საგანი. ჩვენ არ გეკითხებით, თუ ვინ იყო მართალი, თქვენ უნდა მიხვდეთ, თუ რა ერქვა იმ ხეობას, რომელშიც იპოვეს ეს ძვლები.
პასუხი: ამ ხეობას ერქვა ნეანდერტალი, რომელმაც მისცა სახელწოდება Homo Sapiens-ის მთელ ქვეჯგუფს. ბმული: http://moazrovne.net/q/89 გაზიარება:პასუხი