შეკითხვა #94
-
1800 წელს იაპონიის ნაპირებთან ახლოს ჩაიძირა გემი, რომელიც ფასდაუდებელი საიმპერატორო ფაიფურით იყო დატვირთული. ასი წლის შემდეგ ძვირფასი ვაზების უმეტესობა ადგილობრივმა მეთევზეებმა ამოიტანეს. ისინი სახელმწიფომ საკმაოდ დიდი ფულით დააჯილდოვა, მაგრამ მათ ამ ფულიდან თავიანთ დამხმარეებს არაფერი მისცეს. “ვინ” ეხმარებოდა მათ ვაზების ამოღებაში?
პასუხი: რვაფეხები (თოკზე გამომბულ რვაფეხას წყალქვეშ უშვებდნენ და ისინიც თავშესაფრის ძიებაში ვაზებში შედიოდნენ. მეთევზეები თოკს ამოსწევდნენ და რვაფეხაც და ვაზაც ერთად ამოჰქონდათ). ბმული: http://moazrovne.net/q/94 გაზიარება:პასუხი