შეკითხვა #1009
-
1603 წელს ესპანეთის სატახტო ქალაქ ვალიადოლიდში გამოჩნდა საპატიმროდან ახალგამოშვებული ხანდაზმული მგზავრი, რომელსაც ღარიბულად ეცვა: სხვადასხვა ფოლაქიანი გახუნებული კამზოლი, ყაირით დაჯედილი ქოშები, ფერად-ფერადი ძაფებით ამოკემსილი წინდები. ტილოს აბგაში კი ედო მოზრდილი ხელნაწერი. ხელნაწერის გაყვითლებულ ყდაზე მსხვილი ასოებით ეწერა . . .
შეკითხვა: დაასახელეთ აბსოლუტურად ზუსტად თუ რა ეწერა გარეკანზე ამ ხელნაწერს?პასუხი: მახვილგონიერი იდალგო დონ კიხოტ ლამანჩელი კომენტარი: ეს მგზავრი გახლდათ მიგელ დე სერვანტესი პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1009 გაზიარება:პასუხი