თბილისის 42-ე ჩემპიონატი
II ტური
IV ლიგა
27 მარტი, 2011
-
შუასაუკუნეების ინგლისში დიდგვაროვნებს უფლება ჰქონდათ ეტარებინათ მახვილი. ეს იყო მათი პრივილეგია. კითხვა: რისი ტარება იყო მხოლოდ და მხოლოდ რაინდის პრივილეგია?
პასუხი: დეზების ბმული: http://moazrovne.net/q/1004პასუხი -
ერთხელ ჰაინრიხ ჰაინემ თქვა: „აუფენბერგი (საუბარია გერმანელ დრამატურგსა და მწერალზე იოზეფ ფონ აუფენბერგზე) მე არ წამიკითხავს. ვიმედოვნებ, რომ ის ძალიან ჰგავს ვიქტორ დ’არლენკურს, რომელიც ...
შეკითხვა: დაასრულეთ ჰაინრიხ ჰაინეს ნათქვამიპასუხი: რომელიც მე ასევე არ წამიკითხავს! ბმული: http://moazrovne.net/q/1005პასუხი -
იგი ქალაქში 1931 წელს წამოიჭიმა. „დიდი დეპრესიის“ პერიოდში, როცა მრავალი ფირმა და ორგანიზაცია იძულებული გახდა, რომ შტატები შეემცირებინა და ხალხი სამსახურიდან დაეთხოვა. ამ დროს, ერთერთმა ამერიკულმა გაზეთმა, ამ შენობის დასახელებაში პირველ სიტყვას სახე უცვალა.
შეკითხვა: დაწერეთ სახეცვლილი სიტყვა.პასუხი: empty კომენტარი: საუბარი იყო empire state building-ზე, რომელიც ხალხისგან დაიცალა. ბმული: http://moazrovne.net/q/1006პასუხი -
ერთერთმა ცნობილმა ფირმამ, წმინდა ვალენტინის დღესასწაულზე თავის პოტენციურ მყიდველებს ასეთი წერილი გაუგზავნა: „რამ შეიძლება სასიამოვნოდ აგაღელვოთ? იქნებ თითებქვეშ ნამდვილი ტყავის შეგრძნებამ? დიდმა, მომხიბვლელმა სხეულმა? მგრძნობიარე სხეულის მოყვანილობამ? შეიძლება უბრალოდ მოგწონთ როცა თავს უხეშ ძალას უმორჩილებთ? - თუკი ასეა, მაშინ მე მაქვს რაღაც თქვენთვის შესაფერისი“. დაასახელეთ ცხოველი, რომელიც ამ ფირმასთანაა დაკავშირებული.
პასუხი: იაგუარი კომენტარი: ეს იყო საავტომობილო ფირმა „იაგუარის“ წერილი პოტენციური მყიდველებისადმი. ბმული: http://moazrovne.net/q/1007პასუხი -
1908 წელს ლონდონში ოფიციალური სტატუსით ჩავიდა რუსეთის ხუთი მოქალაქე: პანინი, ორლოვი, პეტროვი, ზამოტინი და დემინი. ხოლო 2008 წელს, იმავე მიზეზით ერთერთ აზიურ ქვეყანაში გაემგზავრა 467 რუსი.
შეკითხვა: დაასახელეთ ვიზიტის მიზეზიპასუხი: ოლიმპიური თამაშები კომენტარი: ეს იყო რუსეთის ოლიმპიური დელეგაცია. ბმული: http://moazrovne.net/q/1008პასუხი -
1603 წელს ესპანეთის სატახტო ქალაქ ვალიადოლიდში გამოჩნდა საპატიმროდან ახალგამოშვებული ხანდაზმული მგზავრი, რომელსაც ღარიბულად ეცვა: სხვადასხვა ფოლაქიანი გახუნებული კამზოლი, ყაირით დაჯედილი ქოშები, ფერად-ფერადი ძაფებით ამოკემსილი წინდები. ტილოს აბგაში კი ედო მოზრდილი ხელნაწერი. ხელნაწერის გაყვითლებულ ყდაზე მსხვილი ასოებით ეწერა . . .
შეკითხვა: დაასახელეთ აბსოლუტურად ზუსტად თუ რა ეწერა გარეკანზე ამ ხელნაწერს?პასუხი: მახვილგონიერი იდალგო დონ კიხოტ ლამანჩელი კომენტარი: ეს მგზავრი გახლდათ მიგელ დე სერვანტესი ბმული: http://moazrovne.net/q/1009პასუხი -
არსებობს მსახიობ ჯეკ ნიკოლსონის ფოტო, რომელსაც თაყვანისმცემელი ავტოგრაფისთვის აწვდის პლაკატს. მსახიობის გამომეტყველებაზე კარგად ჩანს, რომ ის ამით კმაყოფილი არაა. არ ვიცით თაყვანისმცემელმა ეს ქმედება ნებით ჩაიდინა თუ უნებლიეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ცინიკურად გამოუვიდა.
შეკითხვა: დაასახელეთ მსახიობი, რომელიც გამოსახული იყო იმ ფოტოზე, რომელიც ნიკოლსონს გაუწოდეს.პასუხი: ჰიტ ლეჯერი კომენტარი: ნიკოლსონმა და ლეჯერმა, ორივემ შეასრულეს ჯოკერის როლი. ნიკოლსონს ავტოგრაფისთვის გაუწოდეს „ჰიტ ლეჯერის ჯოკერი“ ბმული: http://moazrovne.net/q/1010პასუხი -
შვედმა მეცნიერებმა გამოიგონეს საწოლი, რომლის თავიც, როცა ზედ ვინმეს სძინავს, გარკვეულ შემთხვევებში ნელ-ნელა მაღლა იწევა, ხოლო ცოტა ხანში - საწყის პოზიციას უბრუნდება.
შეკითხვა: რა შემთხვევაში იწევს საწოლის თავი?პასუხი: თუკი მწოლიარე ხვრინავს ბმული: http://moazrovne.net/q/1011პასუხი -
„2002 წელს, როცა X-ისა და Y-ის დაპირისპირების განსჯისთვის ვემზადებოდი, ორი დღე წყნარად გავატარე სასტუმროს ნომერში ჩემს თანაშემწეებთან და კოლეგიის ოთხ წევრთან ერთად. ჩვენ ვუყურებდით ვიდეოჩანაწერებს მათ შესახებ. ჩვენ დაფაზე ვინიშნავდით მათ დამახასიათებელ თვისებებს, რათა მათთან სწორად მიდგომა შემძლებოდა. მე ვემზადებოდი ძირფესვიანად, რადგან არა მხოლოდ ისინი უახლოვდებოდნენ ზენიტს, არამედ მეც“
შეკითხვა: ჩვენ არ გეკითხებით ვინ არის ამ სიტყვების ავტორი, დაასახელეთ იქსი და იგრეკი.პასუხი: გერმანია და ბრაზილია კომენტარი: საუბარია 2002 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე. ამ სიტყვების ავტორი კი პიერ ლუიჯი კოლინაა, რომელიც ამ შეხვედრის მთავარი არბიტრი იყო. ბმული: http://moazrovne.net/q/1012პასუხი -
2001 წელს, როცა ერთმა შავკანიანმა მსახიობმა ერთი შავკანიანი სპორტსმენის როლი შეასრულა, გავრცელდა ჭორი, რომ ეს მსახიობი ისევე მოიქცა, როგორც მოიქცა ეს სპორტსმენი 1975 წელს.
შეკითხვა: ჩვენ არ გეკითხებით მსახიობისა და სპორტსმენის ვინაობას. დაასახელეთ ქმედება აბსოლუტურად ზუსტად.პასუხი: ისლამის მიღება კომენტარი: საუბარი იყო მუჰამედ ალისა და უილ სმიტზე. როდესაც სმიტმა მთავარი როლი შეასრულა ფილმში „ალი“, გავრცელდა ჭორი, რომ ისიც გადავიდა ისლამზე. ბმული: http://moazrovne.net/q/1013პასუხი -
ჰაიაო მიაძაკის ანიმეს, „Spirited Away“-ს ერთერთ ეპიზოდში მთავარ გმირს გზის გაკვლევაში მოხტუნავე ფარანი ეხმარება. ერთი ვერსიით ამით მიაძაკიმ პატივი მიაგო კოლეგებს. ჩვენ არ გეკითხებით მათ ვინაობას, ერთი წუთის შემდეგ დაწერეთ ამ კოლეგების სტუდიის სახელი.
პასუხი -
მის შესახებ ალბათ ყველას გსმენიათ. ის თეატრის დიდი თაყვანისმცემელი და ნიჭიერი მსახიობი იყო. თეატრს იმდენად აფასებდა, რომ მიაჩნდა, რომ მას ადამიანისთვის განათლების მაგივრობის გაწევაც კი შეუძლია. აი თეატრის დირექტორებთან კი საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. თეატრი მისი ერთადერთი გატაცება არ ყოფილა, მას ფინანსების სფეროც იზიდავდა და ამ თვალსაზრისით იგი ისტორიაში დარჩება, როგორც ნოვატორი, რომელმაც კაპიტალდაბანდების ახალი მეთოდი გამოსცადა.
შეკითხვა: ვიზეა საუბარი?პასუხი: ბურატინო კომენტარი: შეკითხვაში აღწერილი მონაცემები ემთხვევა „ბურატინოს თავგადასავალში“ აღწერილ მოვლენებს. ბმული: http://moazrovne.net/q/1015პასუხი -
’’Новая Газета’’ - ს 2005 წლის 26 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნდა ნაწყვეტები ვინმე მიხაილ დიმოვის წიგნიდან ”მსოფლიოს ბავშვები სწერენ ღმერთს”. წიგნში თავმოყრილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები 12 წლამდე ბავშვების ”მიმართვები” ღმერთისადმი. ასე მაგალითად, 11 წლის პოლონელი ტადეუში წერს : ” ძვირფასო ღმერთო, მე მინდა ვიყო არა შენი შვილი, არამედ შვილიშვილი, რადგან შენი შვილობა ...” - დაამთავრეთ წინადადება.
პასუხი: ”ჯანმრთელობისთვის სახიფათოა” წყარო: 2005.novayagazeta.ru/nomer/2005/97n/n97n-s37.shtml ბმული: http://moazrovne.net/q/1016პასუხი -
თქვენს წინაშეა ტარიელ ჭანტურიას ლექსი-მინიატურა, იუმორისტული ლექსპრომტი.
— რაღა უნდოდა იმ ბიჭს მეტი?
— რა და, სიდედრის X.
დამისახელეთ X, თუ X-ის შესახებ ინტერნეტ პორტალ ვიკიპედიაში ინფორმაციის ძიებისას წავაწყდი ინფორმაციას არაერთი პრეზიდენტის შესახებ.პასუხი: იმპიჩმენტი კომენტარი: ბიჭს სურდა სიდედრის იმპიჩმენტი, ხოლო როგორც ცნობილია არა ერთი პრეზიდენტია დაკავშირებული იმპიჩმენტის პროცედურასთან.... ბმული: http://moazrovne.net/q/1017პასუხი -
პირველი მათგანი სლატსი 1919 წლის 20 მარტს დაიბადა დუბლინში და მისი ნახვა ჩვენ 1928 წლამდე შეგვეძლო. მეორე მათგანის ჯეკის, რომელმაც ერთი დიდი ეპოქა დაასრულა, დაბადების დრო და ადგილი უცნობია. იგი 32 წლამდე უკონკურენტოდ იყო, თუმცა შემდეგ მასთან ერთად ჩნდებოდა კიდევ ერთი, რომელიც მას ძალიან გავდა. ორივეს ერთად 2 წლის გატარება მოუწიათ. 34 წლიდან კი მხოლოდ მეორე მათგანმა, ტანერმა გააგრძელა მოღვაწეობა 56 წლამდე. მეოთხე მათგანზე თითქმის არაფერია ცნობილი გარდა იმისა რომ 58 წლამდე შეინარჩუნა სტატუსი. უკანასკნელი მათგანის ლეოს გამოჩენას კი, რომელიც წიმამორბედებთან შედარებით ბევრად დიდი ხანია ჩანს ჩვენს ტელეეკრანებზე ჰენრი ტრეფლიხს უნდა ვუმადლოდეთ.
გამოიცანით, რომელ ხუთეულზეა ლაპარაკი.პასუხი: „მეტრო-გოლდვინ-მაიერის“ ლომები ბმული: http://moazrovne.net/q/1018პასუხი
- პაკეტის კომენტარები: