შეკითხვა #1010
-
არსებობს მსახიობ ჯეკ ნიკოლსონის ფოტო, რომელსაც თაყვანისმცემელი ავტოგრაფისთვის აწვდის პლაკატს. მსახიობის გამომეტყველებაზე კარგად ჩანს, რომ ის ამით კმაყოფილი არაა. არ ვიცით თაყვანისმცემელმა ეს ქმედება ნებით ჩაიდინა თუ უნებლიეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ცინიკურად გამოუვიდა.
შეკითხვა: დაასახელეთ მსახიობი, რომელიც გამოსახული იყო იმ ფოტოზე, რომელიც ნიკოლსონს გაუწოდეს.პასუხი: ჰიტ ლეჯერი კომენტარი: ნიკოლსონმა და ლეჯერმა, ორივემ შეასრულეს ჯოკერის როლი. ნიკოლსონს ავტოგრაფისთვის გაუწოდეს „ჰიტ ლეჯერის ჯოკერი“ პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1010 გაზიარება:პასუხი