შეკითხვა #1012
-
„2002 წელს, როცა X-ისა და Y-ის დაპირისპირების განსჯისთვის ვემზადებოდი, ორი დღე წყნარად გავატარე სასტუმროს ნომერში ჩემს თანაშემწეებთან და კოლეგიის ოთხ წევრთან ერთად. ჩვენ ვუყურებდით ვიდეოჩანაწერებს მათ შესახებ. ჩვენ დაფაზე ვინიშნავდით მათ დამახასიათებელ თვისებებს, რათა მათთან სწორად მიდგომა შემძლებოდა. მე ვემზადებოდი ძირფესვიანად, რადგან არა მხოლოდ ისინი უახლოვდებოდნენ ზენიტს, არამედ მეც“
შეკითხვა: ჩვენ არ გეკითხებით ვინ არის ამ სიტყვების ავტორი, დაასახელეთ იქსი და იგრეკი.პასუხი: გერმანია და ბრაზილია კომენტარი: საუბარია 2002 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე. ამ სიტყვების ავტორი კი პიერ ლუიჯი კოლინაა, რომელიც ამ შეხვედრის მთავარი არბიტრი იყო. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1012 გაზიარება:პასუხი