შეკითხვა #1018
-
პირველი მათგანი სლატსი 1919 წლის 20 მარტს დაიბადა დუბლინში და მისი ნახვა ჩვენ 1928 წლამდე შეგვეძლო. მეორე მათგანის ჯეკის, რომელმაც ერთი დიდი ეპოქა დაასრულა, დაბადების დრო და ადგილი უცნობია. იგი 32 წლამდე უკონკურენტოდ იყო, თუმცა შემდეგ მასთან ერთად ჩნდებოდა კიდევ ერთი, რომელიც მას ძალიან გავდა. ორივეს ერთად 2 წლის გატარება მოუწიათ. 34 წლიდან კი მხოლოდ მეორე მათგანმა, ტანერმა გააგრძელა მოღვაწეობა 56 წლამდე. მეოთხე მათგანზე თითქმის არაფერია ცნობილი გარდა იმისა რომ 58 წლამდე შეინარჩუნა სტატუსი. უკანასკნელი მათგანის ლეოს გამოჩენას კი, რომელიც წიმამორბედებთან შედარებით ბევრად დიდი ხანია ჩანს ჩვენს ტელეეკრანებზე ჰენრი ტრეფლიხს უნდა ვუმადლოდეთ.
გამოიცანით, რომელ ხუთეულზეა ლაპარაკი.პასუხი: „მეტრო-გოლდვინ-მაიერის“ ლომები პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1018 გაზიარება:პასუხი