შეკითხვა #1022
-
ცნობილია, რომ თეოფილ გოტიე (ფრანგი ჟურნალისტი, კრიტიკოსი და ა.შ) ყოველთვის პირდაპირ თეთრად წერდა და არასოდეს ასწორებდა ნაწერს. ერთხელ მან განაცხადა: ჩემი ფრაზები ამ არსებებს ჰგვანან. მათსავით ვისვრი ჰაერში და იმედი მაქვს, რომ სწორ ადგილსა და მდგომარეობას დაიკავებენ. რომელ არსებებს გულისხმობდა გოტიე?
პასუხი: კატებს კომენტარი: კატები ყოველთვის ოთხზე ეშვებიან. წყარო: Т. Готье. Два актёра на одну роль. – М.: Правда, 1991. - С. 8. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1022 გაზიარება:პასუხი