თბილისის 42-ე ჩემპიონატი
II ტური
III ლიგა
27 მარტი, 2011
-
ერთი ძველი ლეგენდის თანახმად ამ არსებამ მოისურვა, რომ მისი ნაკბენი ადამიანისთვის სასიკვდილო ყოფილიყო. ღმერთმა ეს გაიგო და დასაჯა. ახლა მისი ნაკბენი მისთვისვეა სასიკვდილო. რომელ არსებაზეა საუბარი?
პასუხი -
ვლადიმერ ვისოცკის ერთ-ერთ სიმღერაში შკიპერი ურჩევს იუნგას იყოს X მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მას სწყალობს Y. Y-იანი X-ები 1971 წელს გამოსული ფილმის სათაურია. დაასახელეთ X და Y.
პასუხი: ჯენტლმენი, იღბალი. ფილმი - იღბლიანი ჯენტლმენები. კომენტარი: "будь джентльменом, только если есть удача, а без удачи джентльменов нет" წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1020პასუხი -
ერთმა მეცნიერმა შეკითხვაზე, რომელსაც ალბათ ხშირად უსვამდნენ, ასეთი პასუხი გასცა: „ეს სიცრუეა, მე მის შესადგენად 20 წლის განმავლობაში ვშრომობდი“. ჩვენ არ გეკითხებით თუ რაზე შრომობდა მეცნიერი ან რა კითხვა დაუსვეს მას. გვითხარით მეცნიერის გვარი.
პასუხი: მენდელეევი. კომენტარი: გავრცელებული ლეგენდის თანახმად დიმიტრი მენდელეევს ელემენტთა პერიოდული სისტემა დაესიზმრა. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Периодическая_система_химиче ბმული: http://moazrovne.net/q/1021პასუხი -
ცნობილია, რომ თეოფილ გოტიე (ფრანგი ჟურნალისტი, კრიტიკოსი და ა.შ) ყოველთვის პირდაპირ თეთრად წერდა და არასოდეს ასწორებდა ნაწერს. ერთხელ მან განაცხადა: ჩემი ფრაზები ამ არსებებს ჰგვანან. მათსავით ვისვრი ჰაერში და იმედი მაქვს, რომ სწორ ადგილსა და მდგომარეობას დაიკავებენ. რომელ არსებებს გულისხმობდა გოტიე?
პასუხი: კატებს კომენტარი: კატები ყოველთვის ოთხზე ეშვებიან. წყარო: Т. Готье. Два актёра на одну роль. – М.: Правда, 1991. - С. 8. ბმული: http://moazrovne.net/q/1022პასუხი -
სტუდენტობის პერიოდში მწერალმა ალექსანდრ გენისმა მეხანძრეობა გადაწყვიტა. მორიგეობის დღეებში მას ხმაურიან კოლეგებთან ერთად დომინოს თამაშს, გარეთ სუფთა ჰაერზე ყოფნა ერჩივნა. იგი თბილად იცვამდა, წელზე თბილ შარფს იხვევდა, ქუდს იხურავდა და მხოლოდ იმაზე ნანობდა ხოლმე, რომ ხელთათმანების გახდა უწევდა ამის გასაკეთებლად. რის გასაკეთებლად?
პასუხი: ფურცლის გადასაშლელად კომენტარი: გენისს დომინოს თამაშს ყინვაში წიგნების კითხვა ერჩივნა. წყარო: А. Генис. Шесть пальцев. – М.: КоЛибри, 2009. – С. 252. ბმული: http://moazrovne.net/q/1023პასუხი -
ამ ადამიანს უამრავ წარმატებულ პროექტზე უმუშავია, მათ შორის ინდიანა ჯონსსა და ვარსკვლავური ომებზე. 2005 წელს მან ეპიზოდური როლი შეასრულა ამერიკულ სერიალში Orange County (რუსულად რატომღაც Одинокие сердца). 1 წუთის შემდეგ დაწერეთ ამ ადამიანის მიერ განსახიერებული პერსონაჟის სახელი და გვარი.
პასუხი: ჯორჯ ლუკასი კომენტარი: სერიალში ლუკასმა საკუთარი თავი განასახიერა წყარო: www.world-art.ru/people.php?id=5503 ბმული: http://moazrovne.net/q/1024პასუხი -
სურათზე შავი ფიგურებით დაფარულია სამი ასო. ერთი წუთის შემდეგ აღადგინეთ გვარი, რომელიც ფურცელზე იყო გამოსახული.პასუხი: დარვინი კომენტარი: სურათი ახდენს დარვინის ევოლუციის თეორიის ილუსტრირებას.
წყარო: www.krotov.info/spravki/persons/20person/1914stein ბმული: http://moazrovne.net/q/1025პასუხი -
ჟურნალ „Вокруг света“-ს ერთერთ სტატიაში ნათქვამია, რომ ჩინური ის - „წააგავს ცაზე დაუღალავად მოლივლივე ფრინველს; დრაკონს, რომელიც გვემუქრება; ვეფხვს, რომელიც გვაშინებს; მოცეკვავე ლამაზმანს, რომელიც ნაზად მოხრილა წელში“ და ა.შ. ერთი წუთის შემდეგ დაწერეთ თუ რაზეა საუბარი ერთი, ბერძნული წარმომავლობის სიტყვით.
პასუხი: იეროგლიფი წყარო:- "Вокруг света", 2010, N 3
- ru.wikipedia.org/wiki/Иероглиф
პასუხი -
არტურ კონან დოილის პირველ რომანს, რომელიც არ გამოქვეყნებულა, „ჯონ სმიტის აღსარება“ ერქვა. მწერალმა ხელნაწერი რედაქციას გაუგზავნა, თუმცა ნაწარმოები გზაში დაიკარგა. რამდენიმე წლის შემდეგ კონან დოილი იხსენებდა: „სასოწარკვეთა, რომელშიც ხელნაწერის დაკარგვამ ჩამაგდო, ვერ შეედრება იმის შიშს, რომ...“ დაასრულეთ ფრაზა.
პასუხი: ...რომ ხელნაწერს იპოვიან. კომენტარი: ჩაითვლება აზრობრივად სწორი პასუხი, რომელშიც ჩანს, რომ კონან დოილს პირველი რომანი არ მოსწონდა. წყარო: М. Чертанов. Конан Дойл. — М.: Молодая гвардия, 2008. — С. 102 ბმული: http://moazrovne.net/q/1027პასუხი -
ნიკოლას კეიჯის ბიძის ამ ოსკაროსან ფილმში არც ერთხელ არაა ნახსენები ეს ხუთი ასოსგან შემდგარი სიტყვა, რომელიც თავის მხრივ, ერთი ვერსიით, აბრევიატურას წარმოადგენს. რომელ სიტყვაზეა საუბარი?
პასუხი: მაფია კომენტარი: საუბარია ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმ „ნათლიაზე“. Morte Ala Francia, Italia Anela! ბმული: http://moazrovne.net/q/1028პასუხი -
მოისმინეთ სია: მითიური პერსონაჟი; აზოვის მიმდებარე ტერიტორიის ხეთურ-ლიბიური დასახელება; არაბული სიტყვა „გამოყოფა“ (განცალკევება); ფლორენციელი; ლათინური გამონათქვამი. დაასახელეთ ამ სიის ბოლო ელემენტი, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს გახდა ცნობილი.
პასუხი: ანტარქტიდა. კომენტარი: ჩამოთვლილია კონტინენტების დასახელებების წარმომავლობის სავარაუდო ვერსიები (ევროპა, აზია, აფრიკა, ამერიკა, ავსტრალია.) წყარო: В.К. Губарев. Тайны географических названий. — М.: АСТ, 2007 ბმული: http://moazrovne.net/q/1029პასუხი -
უცნობია თუ როდის, ვის მიერ და რა მიზეზით წარმოითქვა პირველად ეს ფრაზა. ერთი ვერსიით ეს სიტყვები საბჭოთა რადიოს დიქტორმა წარმოთქვა, მეორე ვერსიით - ფელდმარშალმა პაულიუსმა. რუსულენოვან ქვეყნებში ჯერ კიდევ შეგიძლიათ ყური მოკრათ ამ ფრაზას, მაგრამ გერმანიაში ის მხოლოდ მოხუცებს თუ ახსოვთ. დაწერეთ ეს ორსიტყვიანი წინადადება გერმანულად ან ქართულად, თუკი გეტყვით, რომ იგი დუმბაძის ნაწარმოებებშიც გვხვდება.
პასუხი: Hitler Kaput! (ჰიტლერ კაპუტ) წყარო:- "Вечерние вести", 15.05.2002 г. — С. 3.
- www.pravda.ru/world/2003/5/82/337/8411_Gitler.html
პასუხი -
SAATANA SAAPUU MOSKOVAAN
თქვენს წინაშეა ცნობილი რუსული ნაწარმოების დასახელების ფინური ვარიანტი. დაწერეთ ამ ნაწარმოების სახელი ქართულად ან რუსულად.პასუხი: ოსტატი და მარგარიტა კომენტარი: ნური ვარიანტი სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც „სატანა ჩამოვიდა მოსკოვში“. წყარო: fi.wikipedia.org/wiki/Saatana_saapuu_Moskovaan ბმული: http://moazrovne.net/q/1031პასუხი -
ცოტა ხნის წინ ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ მისთვის პრეზიდენტობის პერიოდში მოპოვებულ ყველაზ დიდი ნადავლს 3.5 კგ-იანი ქორჭილა წარმოადგენდა. ამასთან დაკავშირებით გაზეთმა „Комсомольская правда“-მ ირონიულად აღნიშნა, რომ ბუშმა ბევრად უფრო „მსხვილი ნადავლი“ მოინადირა, თუმცა ბრაკონიერული ხერხებით. რა ან ვინ მოიხსენია გაზეთმა ამ ნადავლად?
პასუხი: სადამ ჰუსეინი წყარო: "Комсомольская правда", 11.05.2006 г. — С. 2 ბმული: http://moazrovne.net/q/1032პასუხი -
ამ კითხვის პაკეტში ჩართვა ბოლო წამს გადაწყდა.
როდესაც სატყუარა წყალშია, მაგრამ თევზი არსად ჩანს, ძუა თითქმის არ იძვრის. რას უწოდებენ ამერიკელი მეთევზეები ასეთ უძრავ ძუას?პასუხი: დედლაინს (Deadline) კომენტარი: მკვდარი ხაზი. წყარო: lingvo.yandex.ru/en?text=deadline&st_translate ბმული: http://moazrovne.net/q/1033პასუხი
- პაკეტის კომენტარები: