შეკითხვა #1023
-
სტუდენტობის პერიოდში მწერალმა ალექსანდრ გენისმა მეხანძრეობა გადაწყვიტა. მორიგეობის დღეებში მას ხმაურიან კოლეგებთან ერთად დომინოს თამაშს, გარეთ სუფთა ჰაერზე ყოფნა ერჩივნა. იგი თბილად იცვამდა, წელზე თბილ შარფს იხვევდა, ქუდს იხურავდა და მხოლოდ იმაზე ნანობდა ხოლმე, რომ ხელთათმანების გახდა უწევდა ამის გასაკეთებლად. რის გასაკეთებლად?
პასუხი: ფურცლის გადასაშლელად კომენტარი: გენისს დომინოს თამაშს ყინვაში წიგნების კითხვა ერჩივნა. წყარო: А. Генис. Шесть пальцев. – М.: КоЛибри, 2009. – С. 252. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1023 გაზიარება:პასუხი