შეკითხვა #1027
-
არტურ კონან დოილის პირველ რომანს, რომელიც არ გამოქვეყნებულა, „ჯონ სმიტის აღსარება“ ერქვა. მწერალმა ხელნაწერი რედაქციას გაუგზავნა, თუმცა ნაწარმოები გზაში დაიკარგა. რამდენიმე წლის შემდეგ კონან დოილი იხსენებდა: „სასოწარკვეთა, რომელშიც ხელნაწერის დაკარგვამ ჩამაგდო, ვერ შეედრება იმის შიშს, რომ...“ დაასრულეთ ფრაზა.
პასუხი: ...რომ ხელნაწერს იპოვიან. კომენტარი: ჩაითვლება აზრობრივად სწორი პასუხი, რომელშიც ჩანს, რომ კონან დოილს პირველი რომანი არ მოსწონდა. წყარო: М. Чертанов. Конан Дойл. — М.: Молодая гвардия, 2008. — С. 102 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1027 გაზიარება:პასუხი