შეკითხვა #1058
-
1942 წელს დაბადებული ამ ადამიანის შვილმა ერთხელ აღნიშნა: ყველაფერზე მნიშვნელოვანი, რაც მამისგან ვისწავლე, არის ის, რომ თუ შავ ხვრელში ჩავარდები, იქიდან უნდა ამოხვიდე. დაასახელეთ ეს ადამიანი.
პასუხი: სტივენ ჰოუკინგი კომენტარი: ჰოუკინგი ყველაზე ცნობილი მეცნიერია, რომელიც შავი ხვრელების ფენომენს იკვლევს. გარდა ამისა, ის მეტაფორულადაც შავ ხვრელში იმყოფება, რადგან მოწყვეტილია გარე სამყაროს, მაგრამ მაინც აგრძელებს მოღვაწეობას. წყარო: დოკ. ფილმი Stephen Hawking: Master of the Universe (2008) პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1058 გაზიარება:პასუხი